8127 live vacancies
← All vacancies

JA130850 Posted 26 Aug 6 views

უძრავი ქონების აგენტი

მერიდიანი via jobs.ge
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

უძრავი ქონების კომპანია "მერიდიანი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ამბიციურ, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ განვითარდნენ გაყიდვების სფეროში, თავად განსაზღვრონ საკუთარი წარმატების მასშტაბები და მიიღონ შრომის შესაბამისი, მაღალი ფინანსური სარგებელი.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დასვენების დღეები შეთანხმებით. ანაზღაურება: სრულად გამომუშავებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების (მყიდველი/გამყიდველი/გამქირავებელი) მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება ** უძრავი ქონების ობიექტების ადგილზე დათვალიერება და შეფასება ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოება მხარეებს შორის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული, დამარწმუნებელი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** მიზანდასახულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა ** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი ** გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტებთან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (განვიხილავთ დამწყებებსაც, რომელთაც ადგილზე შევასწავლით საქმის სპეციფიკას)

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მუშაობისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ აღჭურვილობას ** კორპორატიულ, ულიმიტო სასაუბრო დროს მობილურზე ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs@meridianagency.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელბა- "უძრავი ქონების აგენტი"

გისურვებთ წარმატებას!

Report this

About the employer
მერიდიანი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free