8127 live vacancies
← All vacancies

K5BSTXKB Posted 26 Aug 6 views

MEP ინჟინერი

სპექტრუმ via hr.ge
Tbilisi Full-time Construction / Repair
Negotiable Apply by

კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოვალეობები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; - მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP სისტემების პროექტირებასა და დანერგვაში; - AutoCAD, Revit MEP და სხვა გამოთვლითი პროგრამების ცოდნა; - როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა; - გათბობა - გაგრილების, ვენტილაცია - კონდიცირების, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების სისტემების პროექტირების ცოდნა; - ენერგოეფექტურობისა და მდგრადი დიზაინის პრინციპების ცოდნა; - ტექნიკური დოკუმენტაციისა და სპეციფიკაციების შემუშავება; - გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; - MEP-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;

პიროვნული თვისებები და უნარები: - დროის ეფექტური მართვა; - ორგანიზების კარგი უნარი; - სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; - გუნდური და პასუხისმგებლიანი; - განვითარებაზე ორიენტირებული; - შრომისმოყვარე და ენერგიული; - სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; - პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “MEP ინჟინერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.

Report this

About the employer
სპექტრუმ
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free