8300 live vacancies
← All vacancies

KGJ6E7HP Posted 27 Aug 5 views

გაყიდვების მენეჯერი

safety.ge via jobs.ge
Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by

ჩვენი კომპანია ეძებს ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ კადრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ გაქვს გაყიდვების წარმატებული გამოცდილება და გსურს განვითარდე უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის უსაფრთხოების პროდუქტებისა და სერვისების სრული პორტფელის გაყიდვების მართვა (ვიდეომეთვალყურეობა, სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციები, დაშვების სისტემები, დაცვითი სერვისები და სხვ.); ** ახალი პოტენციური კლიენტების მოძიება (B2B და B2C სეგმენტში) და მათთან კომუნიკაციის დამყარება; ** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული კომერციული წინადადებების მომზადება; ** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება; ** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (უსაფრთხოების ან ტექნიკურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** შედეგზე და დასახული გეგმების შესრულებაზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსებს შესრულებული გაყიდვებიდან; ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: shop@safety.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი - უსაფრთხოება.

Report this

About the employer
safety.ge
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free