8127 live vacancies
← All vacancies

MTZ1K4CW Posted 26 Aug 7 views

უფროსი სპეციალისტი

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა via hr.ge
Tbilisi Full-time Marketing / PR
₾1205 / month Apply by

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული თანამდებობრივი სარგო: 1,205 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - მიზნობრივ სეგმენტებში მკითხველთა მოზიდვის არხების მუდმივი განვითარება; - კონკურენტი ბიბლიოთეკებისა და საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და მათი სერვისების ანალიზი; - მიზნობრივ სეგმენტებთან უკუკავშირის მეთოდებისა და კომუნიკაციის არხების განვითარება; - მომხმარებლებისთვის სასურველი სერვისებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის მუდმივი მოგროვება; - მომხმარებელთა საჭიროებებისა და საუკეთესო პრაქტიკების საფუძველზე ახალი სერვისების დამატებისა და არსებული სერვისების დახვეწის იდეების გენერირება; - ბიბლიოთეკის ბრენდის მახასიათებლების განსაზღვრა და თანამშრომლებთან შესაბამისი კომუნიკაცია; - ბრენდის განვითარების იდეების დაფიქსირება; - ბრენდისთვის საზიანო ინფორმაციის დროული გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა; - უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ბაკალავრის ხარისხი; - მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

ენების ცოდნა - ქართული - სახელმწიფო ენა; - ინგლისური - B1 დონე.

პიროვნული უნარები - კრეატიულობა და შემოქმედებითობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ოპერატიულობა; - ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; - არგუმენტირების უნარი; - ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; - ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Word; - Microsoft Excel; - Microsoft PowerPoint.

ჩვენ გთავაზობთ - კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@sciencelib.ge ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

Report this

About the employer
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free