7981 live vacancies
← All vacancies

P2YVM6P0 Posted 25 Aug 6 views

პროექტების კონსულტანტი

რინო via hr.ge
Tbilisi Full-time Construction / Repair
₾2000 / month Apply by

სარემონტო კომპანია Rinox აცხადებს ვაკანსიას პროექტების კონსულტანტის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც აქვს ინტერესი სამშენებლო-სარემონტო და ინტერიერის სფეროს მიმართ.

პოზიცია მოიცავს პროექტის ბიუჯეტის შედგენასა და მართვას, მასალების შერჩევასა და შესყიდვების პროცესის კოორდინაციას, დამკვეთთან მუდმივ კომუნიკაციას და კომპანიის მიმდინარე პროექტებში აქტიურ ჩართულობას.

ჩვენ გთავაზობთ - გამოცდილ და განვითარებად კომპანიაში დასაქმებას; - პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - 2,000 ლარის ფიქსირებულ ანაზღაურებას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - სამშენებლო-სარემონტო ბაზრისა და მასალების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღებას; - საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები - დიზაინ-პროექტის მიხედვით შესაბამისი სამშენებლო-სარემონტო და ინტერიერის მასალების მოძიება და შერჩევა; - პროექტის საბიუჯეტო ფაილის შედგენა; - შერჩეული მასალებისა და მათი ღირებულების დამკვეთთან შეთანხმება; - დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში ხარჯების კონტროლი და ბიუჯეტის დაცვის უზრუნველყოფა; - საბიუჯეტო ფაილის შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება; - მომწოდებელ კომპანიებთან რეგულარული კომუნიკაცია და შეთავაზებების მოძიება; - მასალების, პროდუქტებისა და ბაზარზე არსებული ახალი შეთავაზებების მუდმივი გაცნობა; - შესყიდვების პროცესის კოორდინაცია და საჭირო მასალების დროული უზრუნველყოფა; - უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება; - პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების ოპერატიული მართვა და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია.

მოთხოვნები - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; - სამშენებლო-სარემონტო, ინტერიერის დიზაინის ან შესყიდვების სფეროში გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი; - დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; - სამშენებლო-სარემონტო, ინტერიერის დიზაინის ან შესყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: 2,000 ლარი — ფიქსირებული სამუშაო საათები: 11:00–19:00 მდებარეობა: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV / რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართებზე: rinox.renovation@gmail.com info@rinox.ge

Report this

About the employer
რინო
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free