ადმინისტრატორი / SMM
ჰელიოს შიფფინგ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორი / სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. (ეკიპაჟის ოპერატორის მხარდაჭერით)
ადგილმდებარეობა: ხელვაჩაური, საქართველო — ოფისი
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა და საოფისე პროცესების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- შემომავალი ზარების, ელ. ფოსტის, ვიზიტორებისა და კომპანიის კორესპონდენციის კოორდინაცია;
- კომპანიის დოკუმენტების, ანგარიშებისა და შიდა ჩანაწერების მომზადება და წარმოება;
- კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების მართვა (LinkedIn, Facebook, Instagram და სხვ.);
- პროფესიული კონტენტის, ვაკანსიებისა და კომპანიის სიახლეების მომზადება და გამოქვეყნება;
- ბრენდთან დაკავშირებული მასალების კოორდინაცია და კომპანიის მარკეტინგული საქმიანობის მხარდაჭერა;
- რეკრუტინგის მონაცემთა ბაზების წარმოება და კანდიდატებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში, ეკიპაჟის მენეჯერების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ და საკრუინგო საკითხებში;
- საჭიროების შემთხვევაში, მეზღვაურთა დოკუმენტების, სერტიფიკატების, კონტრაქტებისა და სამოგზაურო საკითხების მომზადებაში დახმარება;
- საჭიროების შემთხვევაში, ეკიპაჟის მონაცემების საკრუინგო სისტემაში განახლება და დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: - ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00 - სამუშაო დრო: 8 საათი დღეში - სადილი: 1 საათი
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: office@hncrewing.com