ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორი
შპს „ოპტიმალ გრუპ +“, A - ტიპის ინსპექტირების ორგანო სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველი ინსპექტორის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები: - სამშენებლო ობიექტის ტექნიკური ზედამხედველობა; - ზედამხედველობის ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერების წარმოება; - შეუსაბამობის აქტების შედგენა; - დაფარული სამუშაოების აქტების შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მშენებელ-ინჟინერი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობაში; - მშენებელ-ინჟნერი საავტომობილო გზების, ხიდებისა და გვირაბების; - ჰიდროტექნიკური ნაგებობები; - აუცილებელია სამუშაო გამოცდილება; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდის მართვის უნარი; - სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს; - კარიერულ წინსვლას; - სამედიცინო დაზღვევა.
სამუშაო განაკვეთი- სრული; ანაზღაურება-2000 NET.
გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Optimalgroup.hr@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!