8347 live vacancies
← All vacancies

RQE5BWA0 Posted 27 Aug 6 views

MyAuto-ს კონტენტის სპეციალისტი

TNET via jobs.ge
Tbilisi Full-time Marketing / PR
Negotiable Apply by

შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას MyAuto-ს Content Specialist-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა; სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00.

შენი როლი თინეთში:

** საიტზე, მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტის (პროდუქტის მახასიათებლების, ფოტომასალის, დასახელებების) სისწორის გადამოწმება შესაბამისად დადასტურება ან დაბლოკვა; ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის აღწერის გრამატიკულად გამართვა, რედაქტირება; ** მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** ფლობ საოფისე პროგრამებს.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; ** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge; ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

Report this

About the employer
TNET
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free