8127 live vacancies
← All vacancies

SDWFYGQQ Posted 26 Aug 6 views

მძღოლი

ჩაჩავას კლინიკა via hr.ge
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1500 / month Apply by

ჩაჩავას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას მძღოლის ვაკანსიაზე.

სამუშაო გრაფიკი ორშაბათი–პარასკევი, 09:30–17:30 სამუშაო დრო: 8 საათი დღეში კვირაში: 40 საათი

საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია გრაფიკის შეთანხმებით ცვლილება.

ანაზღაურება 1,500 ლარი თვეში

ძირითადი მოვალეობები - კლინიკის თანამშრომლებისა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტების უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირება; - კლინიკის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული მარშრუტებით გადაადგილება; - დოკუმენტების, სამედიცინო მასალების, ნივთებისა და სხვა საჭირო ინვენტარის ტრანსპორტირება; - კლინიკის ავტომობილის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მართვა; - ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი; - ავტომობილის ყოველდღიური ვიზუალური შემოწმება; - ავტომობილის ტექნიკური მომსახურების საჭიროების დროული შეტყობინება; - საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა; - საჭიროების შემთხვევაში, კლინიკის სხვა ლოკაციებზე გადაადგილება; - ხელმძღვანელის მიერ გაცემული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა; - მძღოლად მუშაობის გამოცდილება; - საგზაო მოძრაობის წესების კარგი ცოდნა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა; - პაციენტებთან და კლინიკის თანამშრომლებთან თავაზიანი და კორექტული დამოკიდებულება,

კანდიდატისგან ველით პასუხისმგებლობას, სისუფთავეს, პუნქტუალურობას, ფრთხილ მართვას და პაციენტებთან/თანამშრომლებთან მაღალი კულტურის კომუნიკაციას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე : hr@chachava.ge

Report this

About the employer
ჩაჩავას კლინიკა
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free