7962 live vacancies
← All vacancies

SMA3QCAG Posted 25 Aug 6 views

ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერი

Geo-B via hr.ge
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
₾1400 / month Apply by

სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო-ბი" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2010 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას.

კომპანია "ჯეო-ბი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქ. 1 ანაზღაურება: 1400 ლარი გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-დან 18:00 საათამდე.

მოვალეობები: - ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე; - არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები; - ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე; - იმპორტის შეკვეთების მიღება და განთავსება; - სატრანსპორტო კომპანიების შერჩევა და მოლაპარაკებები (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო - სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო)

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; - ინფორმაციის მიღების, მოძიების, დამუშავების და ანალიზის უნარი; - ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯეო-ბი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ჯეო-ბი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ჯეო-ბი"-მ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

Report this

About the employer
Geo-B
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free