პრეანალიტიკის სპეციალისტი
კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კლინიკის ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემის (LIS) და ჰოსპიტალური საინფორმაციო სისტემის (HIS) ინტეგრაციის ფარგლებში შეკვეთების შაბლონების ფორმირება, როგორც ადგილობრივ, ისე გარე (კონტრაქტორ) ლაბორატორიაში მასალის გაგზავნის შემთხვევაში. - ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა LIS – ში მიმდინარე ავტომატურ პროცესების ზედამხედველობა და მართვა; - სინჯარებზე დასაკრავი შტრიხკოდის ფორმირება; - საჭირო სინჯარების ტიპის და რაოდენობის ავტომატური განსაზღვრა; - მანიპულაციის თარიღების და დროების დაფიქსირება; - ბიომასალის ლაბორატორიაში მიღების თარიღის და დროის დაფიქსირება - გამოკვლევის გაუქმების მიზეზების დაფიქსირება; - ბიომასალის ავტომატური დახარისხება ლაბორატორიის მოდულების მიხედვით - ბიომასალის დახარისხება გარე მომსახურე ლაბორატორიებში გასაგზავნად - პროვაიდერ კლინიკებში გაგზავნილი მასალების რეესტრის წარმოება;(საჭიროა მეილების იდენტიფიკაციისათვის და გაგზავნილი/არ გაგზავნილის - საჭიროებისამებრ პაციენტებისთვის კვლევის შედეგების გაგზავნა; - პროვაიდერ კლინიკებთან უკუკავშირი გაგზავნილი მასალების პასუხების ვადებთან დაკავშირებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - პრეანალიტიკის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; - შეგროვების ტექნიკის ცოდნა: სხვადასხვა ტიპის ნიმუშების, როგორიცაა- სისხლი, შარდი, ქსოვილი ან სხვა ბიოლოგიური მასალა.
ცოდნა, უნარები: - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა. - გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; - დროის მენეჯმენტი; - კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; - ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევი, #3; - ქ. თბილისი, არტურ ლაისტის #1; - ქ. თბილისი, გლდანი, მ. ნოზაძის #12
შერჩევის ეტაპები: - მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; - ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xcvOnDY
გისურვებთ წარმატებებს!