8425 live vacancies
← All vacancies

V9T05AWJ Posted 27 Aug 7 views

ფრონტ გაყიდვების სპეციალისტი

გასა via jobs.ge
Batumi Full-time Sales
Negotiable Apply by

კომპანია "გასა" GASA, რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. აცხადებს ვაკანსიას ფრონტ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ბათუმში.

მისამართ: ნოე ჟორდანიას 24, ბათუმი გრაფიკი: 10:00-18:00 ან 12:00-20:00.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; ** რუსული ენის ცოდნა (სასურველია); ** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება (შემომავალი ზარების პასუხი); ** ელ. ფოსტისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებებით მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა; ** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; ** ავიაბილეთების დაჯავშნა - გამოწერა; ** გაყიდული ბილეთების აღრიცხვა; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი; ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@GASA.GE. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

Report this

About the employer
გასა
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free