8027 live vacancies
← All vacancies

Y2W3K6YS Posted 26 Aug 6 views

კონსულტანტი

ზღაპარი via jobs.ge
Tbilisi Full-time Sales
₾1300 / month Apply by

კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 48 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ზემო ფონიჭალის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: 08:00 -20:00 და 12:00-24:00 სთ ორი დღე მუშაობა მესამე დღეს დასვენება ** ანაზღაურება: 1300₾

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ. ** მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში. ** პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა. ** წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება-არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე); ** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა, შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია ლინკის დახმარებით: http://zgapari.ge/career/

ან გამოგვიგზავნოთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@zgapari.ge,

ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

Report this

About the employer
ზღაპარი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free