გაყიდვების ანალიტიკოსი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ გაყიდვების ანალიტიკოსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** გაყიდვების, შემოსული ზარების, ლიდების, სხვადასხვა ტიპის კონვერტაციის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგებების წარმოება; ** მიღებული კორესპონდენციის განხილვა და პასუხის მოსამზადებლად სრულყოფილი ინფორმაციის უზრუნველყოფა; ** რეპორტების ანალიზი, რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის; ** მონაცემების დამუშავების მეთოდის, ფორმის შესახებ იდეების გენერირება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება; ** გაყიდვებთან და სერვისებთან დაკავშირებული, ყველა ტიპის მონაცემის მონიტორინგი, შეცდომების იდენტიფიკაცია, გამოსწორების გზების შესახებ იდეების გენერირება და უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება; ** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება; ** აუცილებელია Excel ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასურველია CRM -ში მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
შერჩევის პროცესის ერთ-ერთი ეტაპი მოიცავს Excel-ში პრაქტიკული დავალების შესრულებას.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.