8300 live vacancies
← All vacancies

YV4DA9TQ Posted 25 Aug 19 views

მთავარი ენერგეტიკოსი

ბათუმის საზღვაო ნავსადგური via hr.ge
Batumi Full-time Other
Negotiable Apply by

ბათუმის საზღვაო ნავსადგური აცხადებს ვაკანსიას მთავარი ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

სტრუქტურული ქვედანაყოფი: ენერგომომარაგების განყოფილება თანამდებობა: განყოფილების უფროსი- მთავარი ენერგეტიკოსი დაქვემდებარებული პირების არსებობა: დიახ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება და სერტიფიკატები - განათლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (ენერგეტიკის, ელექტროინჟინერიის ან მიმდინარე სფეროს მიმართულებით).

სერტიფიცირება და ლიცენზიები: - ელექტროუსაფრთხოების მაღალი ჯგუფის კვალიფიკაცია (როგორც წესი, V ჯგუფი 1000 ვოლტზე ზემოთ დანადგარებთან დაშვებისთვის). - შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობის ცოდნა.

პროფესიული ცოდნა და უნარები: - ელექტროსისტემების, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესების სიღრმისეული ცოდნა. - ენერგეტიკული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების, დაგეგმილი პროფილაქტიკური რემონტისა და ავარიული აღდგენითი სამუშაოების მართვის გამოცდილება. - ენერგორესურსების ეფექტური მოხმარების, ხარჯების ოპტიმიზაციისა და ენერგოეფექტურობის პროექტების დაგეგმვის უნარი. - შესაბამის სახელმწიფო და მარეგულირებელ ორგანოებთან, ასევე მომწოდებელ კომპანიებთან (მაგ. თელასი, ენერგო-პრო, სოკარი და ა.შ.) ურთიერთობისა და დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება. - ტექნიკური ნახაზებისა და სქემების კითხვისა და ანალიზის უნარი (AutoCAD ან სხვა ინჟინრული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

სამუშაო გამოცდილება: - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ენერგეტიკის, წარმოების, ინფრასტრუქტურულ ან ენერგომომარაგების სექტორში

თანამდებობრივი ინსტრუქციის/შიდა დოკუმენტის შესაბამისად ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: - ენერგოსისტემების ექსპლუატაცია და მართვა - ორგანიზაციის ენერგეტიკული შეუფერხებელი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა. - ენერგოაღჭურვილობისა და ქსელების გამართული ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

დაგეგმვა და ტექნიკური მომსახურება - ენერგოაღჭურვილობის გეგმურ-პროფილაქტიკური რემონტისა და ტექნიკური დათვალიერების გრაფიკების შეგენა და განხორციელების ზედამხედველობა. - ენერგოსისტემებში წარმოქმნილი გაუმართაობებისა და ავარიული სიტუაციების ოპერატიული აღმოფხვრა, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ზომების მიღება. - ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას. - უზრუნველყოს ნავსადგურის დიზელ-გენერატორისა და აირის მეურნეობის სწორი და უწყვეტი ექსპლუატაცია, გამართული მუშაობა და პერიოდული შემოწმება. - უწყვეტი და ავარიის გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის; ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის, ენერგო მოწყობილობების და ქსელების გამოყენების და დაცულობის, მიწისვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვასთან, კონტროლის, დაცვის და ავტომატიკის სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების, დროული რემონტის მუდმივი კონტროლი. - ელ. კარადების, ელ. სვეტების, ნავსადგურის ტერიტორიაზე საამქროებში, საწყობებში და სათავსოებებში ყველა ელ. კვანძის დროულად გაწმენდასთან და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების კონტროლი. - ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული აზომვების და დიელექტრიკული საშუალებების გამოცდების უზრუნველყოფას, უზრუნველყოს მიწისქვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვითი სამუშაოების ჩატარება, დროულად წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებს ნავსდგურის ელექტრომეურნეობა. - მიიღოს მონაწილეობა ნავსადგურის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის, მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე განაცხადების შედგენაში. - განახორციელოს ნავსადგურის ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა. - ააკონტროლოს ნავსადგურის ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის მენარდე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს მენარდეების და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი - გააკონტროლოს ენერგეტიკული მოწყობილობის შეკეთების და დათვალიერების შესრულება.

ენერგორესურსების აღრიცხვა და ოპტიმიზაცია - ენერგორესურსების მოხმარების ლიმიტებისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და ანალიზი. - ენერგოეფექტურობის ამაღლებისა და რესურსების დაზოგვისკენ მიმართული პროექტების/ღონისძიებების შემუშავება და დანერგვა.

უსაფრთხოება და სტანდარტებთან შესაბამისობა - ელექტრო და ენერგოუსაფრთხოების წესების, შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების მკაცრი დაცვის უზრუნველყოფა. - ტექნიკური პერსონალისათვის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება და მათი კვალიფიკაციის კონტროლი.

დოკუმენტაცია და ურთიერთობა გარეთა ორგანიზაციებთან - ენერგომომარაგებელ კომპანიებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა, ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და პირობების შესრულების მონიტორინგი. - შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და სააღრიცხვო ფორმების წარმოება.

გუნდის მართვა და განვითარება - ენერგეტიკული სამსახურის/ტექნიკური პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, დავალებების გადანაწილება და შესრულების კონტროლი. - განყოფილების თანამშრომლებს, დადგენილი პერიოდულობით ჩაუტაროს შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი. - უზრუნველყოს განყოფილების დასაქმებულების მიერ თავის ფუნქციონალურ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დირექტორის ბრძანების გაცნობა და მისი შესრულება. - აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს სამუშაოს შესრულებისთვის არასამუშაო საათებში, საგანგებო სიტუაციების დროს და საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში.

პიროვნული თვისებები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა: ენერგოსისტემების უსაფრთხოება და უწყვეტი მუშაობა პირდაპირ კავშირშია ადამიანების სიცოცხლესა და კომპანიის ფინანსებთან; - სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; - ლიდერული და ორგანიზაციული უნარები; - დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება; - კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; - პრინციპულობა და წესრიგისადმი სწრაფვა; - სიახლეებისადმი ღიაობა და განვითარებისკენ სწრაფვა: ახალი ტექნოლოგიების, თანამედროვე ენერგოეფექტური სისტემებისა და სფეროს საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივად ათვისების სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია: - სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. 15 -შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ - სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშო კვირა, 9:00-

Report this

About the employer
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free