წარმოების ბუღალტერი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.askaneli.ge www.facebook.com/Askaneli1880 www.facebook.com/Askaneli-Garden
ძირითადი მოვალეობები: - წარმოებაში გამოყენებული ნედლეულისა და მასალების აღრიცხვა; - წარმოებული მზა პროდუქციის აღრიცხვა; - ნედლეულისა და მზა პროდუქციის ჩამოწერის კონტროლი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე; - საწყობის ფაქტობრივი ნაშთებისა და ბუღალტრული მონაცემების შესაბამისობის კონტროლი; - წარმოებასთან დაკავშირებული ბუღალტრული დოკუმენტაციის დამუშავება; - წარმოების დანაკარგების, ნარჩენებისა და გადახრების მონიტორინგი და ანალიზი; - ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა; - წარმოებასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება; - მარაგების აღრიცხვა და კონტროლი; - წარმოების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების აღრიცხვა; - ბუღალტრული მონაცემების სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ბაკალავრის ხარისხი სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე დარგში. - წარმოების ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - 1C-ის ან „1C ბალანსის“ პროგრამის ცოდნა — სასურველია; - ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; - საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, ცოდნა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - დადგენილ ვადებში სამუშაოს ეფექტურად შესრულების უნარი; - კარგი საკომუნიკაციო უნარები.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ. მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ. კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.