8127 live vacancies
← All vacancies

Z7SN6EZ7 Posted 26 Aug 6 views

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

WE DO via hr.ge
Rustavi Full-time Sales
Negotiable Apply by

"კომპანია ,,ვიდუ’’ აცხადებს ვაკანსიას „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (რუსთავი)“ პოზიციაზე.

"კომპანია ,,ვიდუ’’ დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი. ,,ვიდუ’’ მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას,საფასადე და ინტერიერის საღებავებს,სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.we-do.ge

სამუშაო პირობები - ადგილმდებარეობა: ქ. რუსთვი. - სამუშაო განაკვეთი: სრული - სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (შაბათ-კვირას დასვენება)

ძირითადი მოვალეობები: - პოტენციური კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა, კონკრეტული პროდუქტის/ების შეთავაზება; - არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა; - არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზის კონტროლი და მათთან მუდმივი კომუნიკაცია; - სამშენებლო ბაზრის მოკვლევა და საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან შეხვედრების დაორგანიზება; - კონკრეტულ სამშენებლო კომპანიასთან მიმაგრებული კორპორატიული გაყიდვების მენეჯერისთვის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება; - გეგმის ფორმირება სამშენებლო ობიექტისთვის რა პერიოდში რა პროდუქციის მიწოდებაა საჭირო; - სამუშაო პროცესის ფარგლებში ობიექტებზე ვიზიტების განხორციელება

აუცილებელი მოთხოვნები: - B2 კატეგორიის მართვის მოწმობა - აუცილებელია გყავდეთ საკუთარი ავტომობილი - სამუშაო გამოცდილება (სასურველია) - საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სასურველია - უცხო ენების ფლობა (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: - კომუნიკაბელური; - დეტალებზე ორიენტირებული; - ორგანიზებული; - ოპერატიული; - განვითარებაზე ორიენტირებული; - მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@wedo.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

Report this

About the employer
WE DO
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free