საუზმის მიმტანი
სასტუმრო „მაქმანი“ აცხადებს ვაკანსიას საუზმის მიმტანის პოზიციაზე!
მდებარეობა: მიხეილ ლერმონტოვის ქ. 12, თბილისი (თავისუფლების მოედნის მეტროდან 5 წუთის სავალზე) სამუშაო გრაფიკი: 5/2 | 07:30–12:30 ანაზღაურება: 700 ₾
ძირითადი მოვალეობები: - სტუმრების დახვედრა და თავაზიანი მომსახურება - საუზმის ბუფეტის მომზადება და დროული შევსება - ყავის, ჩაისა და სხვა სასმელების მომზადება/მიწოდება საჭიროების შემთხვევაში - გამოყენებული ჭურჭლის დროული ალაგება და მაგიდების მოწესრიგება - საუზმის დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა - სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება - სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დარბაზისა და ინვენტარის მოწესრიგება - ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა - სამზარეულოსა და სასტუმროს სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა
ჩვენ გთავაზობთ: - სტუდენტურ ხელშეწყობას - სტაბილურ სამუშაო გარემოს - უზრუნველყოფილ კვებას - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს - კომფორტულ სამუშაო პირობებს
საკონტაქტო ნომერი: +995 599 702 688 მეილი: hr@dntgroup.ge
CV-ის გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „მაქმანი 2026“-ის მიერ; ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისთვის (დამსაქმებელი კომპანიებისთვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლების) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთ) წელს.
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის, წაშლა, განადგურება და ა.შ.)