ქოლცენტრის ოპერატორი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება/დამუშავება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; ** ქოლ-ცენტრში შემომავალ ზარებზე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან
მოთხოვნები:
** დახვეწილი კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე; ** პუნქტუალური; ** ენერგიული; ** ყურადღებიანი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო ხორციელდება მცოცავი გრაფიკის მიხედვით, რომელიც მოიცავს ხუთ სამუშაო დღეს და ორ დასვენების დღეს. ** სტაჟირების პერიოდი: 1 თვე ** ანაზღაურება: 1000-1100 ლარი (ხელზე ასაღები)
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** Fitpass;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.