8006 live vacancies
← All vacancies

ZHCEDPTT Posted 25 Aug 6 views

ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილებ. ინჟინერი

ბათუმის საზღვაო ნავსადგური via jobs.ge
Batumi Full-time Other
Negotiable Apply by

შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ჰიდროტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების განყოფილების ინჟინერი.

კვალიფიკაციური მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება მშენებლობის, ჰიდროტექნიკის, საინჟინრო ნაგებობებისა ან მასთან დაკავშირებულ სფეროში. ** სამუშაო გამოცდილება: გამოცდილება ინჟინერიის, სამშენებლო, საპროექტო სფეროში არანაკლებ 2 წ.

ცოდნა და უნარები:

** ნორმატიული დოკუმენტების, სტანდარტების და სამშენებლო ნორმების ცოდნა. ** სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, CorelDRAW) ასევე საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel). ** ენები: რუსული ენის ფლობა (ზეპირი და წერილობით). ** დამატებითი მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებებთან მუშაობის გამოცდილება.

ვალდებულებები:

** სამუშაო ნახაზების, სქემების და კონსტრუქციული დოკუმენტაციის შემუშავება, პროექტირება და შეთანხმება. ** მშენებლობისა და პროექტირების ღირებულების შეფასება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საბიუჯეტო მონაცემების ანალიზი. ** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი, შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება. ** საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობა. ** ჰიდროტექნიკური ნაგებობების ხარისხისა და უსაფრთხოებას გაუმჯობესებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება. ** სანარდო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სამუშაოების შესრულების ხარისხისა და ვადების შემოწმება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანობა. ** მაღალი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი. ** შეზღუდული დროის პირობებში დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ** ორგანიზაციული უნარები, სამუშაო პროცესების დაგეგმარების ცოდნა. ** დეტალებისადმი ყურადღება და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე ქართულ და რუსულ ენაზე (ფოტო სურათთან ერთად), ნავსადგურის საიტზე განთავსებული ფორმის შესაბამისად http://batumiport.com/ge/generaluri_direqtoris_mimartva/cv_porma/, ელ. მისამართზე: Kajaiam@batumiport.com. რეზიუმეს თანდართული უნდა ჰქონდეს პროფესიისადმი მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები დიპლომი, სერტიფიკატი.

Report this

About the employer
ბათუმის საზღვაო ნავსადგური
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free