მცხობელი
სასტუმრო-კომპლექსი "ვილა მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე. "ვილა მოსავალი" მდებარეობს ნატახტარში, სოფელ ახალუბანში და აერთიანებს სასტუმროს, ქართულ და ევროპულ რესტორნებსა და მასშტაბურ საბანკეტო და ღონისძიებების სივრცეებს.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფელი ახალუბანი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახეობის პურის, ხაჭაპურისა და სხვა ცომეულის მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით; ** ცომის მოზელა, დამუშავება, დაყოვნება და ცხობის პროცესის სრულად მართვა; ** ნედლეულის ხარისხის, ვარგისიანობისა და სწორად შენახვის კონტროლი; ** პროდუქციის გემოს, ვიზუალური მხარისა და პორციების სტანდარტის დაცვა; ** სამუშაო ადგილის, ინვენტარისა და ტექნიკის სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა; ** სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** სამზარეულოს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობა და შეკვეთების დროული შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პურის, ხაჭაპურისა და სხვადასხვა სახეობის ცომეულის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება; ** ცომის მომზადებისა და ცხობის ტექნოლოგიის ცოდნა; ** ხარისხზე ორიენტირებულობა და დეტალებისადმი ყურადღება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა; ** დატვირთულ გარემოში მუშაობისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვლების შესაბამისად; ** სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 9 საათი, მათ შორის 1-საათიანი შესვენება; ** ანაზღაურება: 2000 ლარი ხელზე; ** კვებით უზრუნველყოფა; ** ტრანსპორტირება თბილისიდან; ** საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს მიმდებარედ თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; ** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mosavaligroup.com. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ — "მცხობელი".
პერსონალური მონაცემების დაცვა:
კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ შერჩევის მიზნით და შეინახება პროცესის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.