Водитель (на автомобиле скорой помощи)
Переведено автоматически с языка оригинала. Читать оригинал по-грузински →
„ჯეო მედი“ აცხადებს ვაკანსიას, მძღოლის პოზიციაზე
ვეძებთ პასუხისმგებლიან მძღოლს სასწრაფო დახმარების ავტომობილისა და მსუბუქი ავტომობილის სამართავად.
სამუშაო მოიცავს „ჯეო მედის“ ბინაზე გამოძახების სერვისის ფარგლებში სამედიცინო პერსონალისა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტების ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სასწრაფო დახმარების და/ან მსუბუქი ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა;
- ექიმისა და სამედიცინო პერსონალის ბინაზე გამოძახებებზე ტრანსპორტირება;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ტრანსპორტირება;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობისა და სისუფთავის კონტროლი;
- სამუშაო დავალებების დროულად და პასუხისმგებლობით შესრულება.
მოთხოვნები:
- შესაბამისი კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
- ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ქალაქისა და საგზაო მარშრუტების კარგი ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- სასწრაფო დახმარების ავტომობილზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: „ჯეო მედი“ / ბინაზე გამოძახების სერვისი
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.