ხარისხის კონტროლის მენეჯერი
პალიტრა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია - ჰიგიენური ქაღალდის საწარმო შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტანდარტის მიხედვით ხარისხის კონტროლისა და მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
- საწარმოო პროცესებში ხარვეზებისა და რისკების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
- ხარისხის კონტროლის მიმართულებით თანამშრომლებისთვის მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ძირითადი საწარმოო პროცესების, ნორმებისა და წესების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და განხორციელების უნარი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა # 50 ბ.
შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე ან დამიკავშირდეთ ნომერზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე.
გისურვებთ წარმატებას!
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.