კლიენტების მხარდაჭერის მენეჯერი
"BM Capital" - სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ავტომობილების გაქირავებისა და ტაქსების ტექნოლოგიურ ბაზარზე. ჩვენი პროექტებია Taxio.ge და PayPro.ge Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა, რომელსაც უკვე ათასობით მძღოლი იყენებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კლიენტების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6 სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ. 10:00-დან 19:00-მდე. ანაზღაურება: 1600 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის მძღოლების შემომავალი პრობლემების გადაჭრა;
- მათთან სოციალური არხების მეშვეობით კომუნიკაცია;
- მათი სრულყოფილად ჩართვა სისტემაში;
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
- მარკეტინგის გუნდთან ვიდეო-რილებში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში.
დამატებითი მოთხოვნები
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
- უცხო ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.
- საოფისე პროგრამების დამაკმაყოფილებლად ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გამოცდილება გაყიდვების ან მხარდაჭერის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად.
შემოუერთდი BM Capital-ის გუნდს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კლიენტების მხარდაჭერის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას.