მუსიკალური თერაპევტი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს მუსიკალური თერაპევტის (მუს-თერაპევტი) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და მზრუნველ პროფესიონალს, რომელიც მუსიკის საშუალებით დაეხმარება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებს კომუნიკაციური, სოციალური, ემოციური და კოგნიტური უნარების განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებებისა და რესურსების შეფასება.
- ინდივიდუალური და ჯგუფური მუსიკალური თერაპიის სესიების დაგეგმვა და წარმართვა.
- მულტიდისციპლინურ გუნდთან (ფსიქოლოგები, ქცევის თერაპევტები, ლოგოპედი) ერთად მუშაობა.
- თითოეული ბენეფიციარის პროგრესის მონიტორინგი და დოკუმენტირება.
- მშობლებისთვის კონსულტაციის გაწევა და რეკომენდაციების მიცემა სახლის პირობებში მუსიკალური ელემენტების გამოსაყენებლად.
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მუსიკალური თერაპიის, ფსიქოლოგიის, სპეციალური განათლების ან მუსიკალური მიმართულებით (მუსიკალური თერაპიის კურსების/სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად).
- აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
- ბავშვთა განვითარების ეტაპებისა და ასაკობრივი ფსიქოლოგიის საფუძვლების ცოდნა.
უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებულობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა.
შერჩევის კრიტერიუმები:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
- სამუშაო გამოცდილება;
- მოტივაცია;
- პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
- ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა და შერჩევა;
- გასაუბრება.
. "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება - "მუსიკალური თერაპევტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 18 ოქტომბერი.
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებსა და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისა და პირებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.