Бухгалтер по кассовым операциям
Переведено автоматически с языка оригинала.
«ახალი ხედვა» წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით.
კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე - სალარო ოპერაციების მიმართულებით.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
** სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ.
** ანაზღაურება: 1700-2000 ლარი (NET).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სალარო აპარატებისა და ტერმინალების მეშვეობით მიღებული ფულადი სახსრების ყოველდღიური მონიტორინგი/შემოწმება, პროგრამული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის (RS) ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების შედარება.
** კომპანიის სავაჭრო ობიექტებიდან მიღებული ფულადი სახსრების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის პროცესის მონიტორინგი და კონტროლი;
** ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების (ჩგდ) ხარჯვის პროცესის კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარებების წარმოება, შესაბამისი შედარების აქტების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
** გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების/ფასდათმობის პროგრამულ სისტემაში ასახვა და შესაბამისი კორექტირების ფაქტურების გამოწერა;
** რეალიზაციის დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა გაცემული ზედნადებების შესაბამისად;
** ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მონაცემების დამუშავება, ანალიზი და პროგრამულ სისტემაში ასახვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დამატებითი დავალებების შესრულება მისი ფუნქცია-მოვალეობის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერია/ფინანსების განხრით;
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საგადასახადო კოდექსის საფუძვლების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ბუღალტერი - სალარო ოპერაციების მიმართულებით.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.