Партнёр

Бесплатные объявления по всей Грузии.

Открыть classified.ge
← Все вакансии

3HNCJVF8 Опубликовано 10 ноя Просмотров: 0

მშენებლობის ინჟინერი

Metta внешнее объявление
По договорённости Приём откликов до 11 дек
Войти и откликнуться

სამშენებლო კომპანია "მეტტა/Metta" შეიქმნა 2018 წელს. კომპანიას ხელმძღვანელობს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.

შპს "მეტტა" ეძებს სამშენებლო სამუშაოებისთვის გუნდის ახალ წევრს მშენებლობის ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი. სამუშაო განაკვეთი: სრული

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთპატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.

მშენებლობის ინჟინრის ძირითადი როლი განისაზღვრება პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ სამშენებლო პროექტზე/უბანზე კომპანიაში არსებული უსაფრთხოების წესებისა და კომპანიისა და დამკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის სტანდარტის შესაბამისად სამშენებლო სამუშაოთა წარმოების დადგენილი ვადებით უზრუნველყოფით.

მშენებლობის ინჟინრის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები

  • სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური სამუშაოებისა და პროცესების თანმიმდევრობის მონიტორინგი და კონტროლი პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • სამუშაოების შესრულების ვადებზე კონტროლი პროექტის მენეჯერთან ერთად;
  • პროექტების ყოველთვიური სტატუსის, მშენებლობის გრაფიკისა და პროგრესის მეთვალყურეობა;
  • პროექტში ჩართულ მხარეებთან, კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • კომპანიის მიერ შემუშავებული ერთიანი გეგმა-გრაფიკის ფარგლებში, პროექტების მართვის გუნდთან და პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველკვირეული განახლება;
  • სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი ტექნიკური პრობლემური საკითხების ანალიზი და მიმდინარე საკითხის პროექტის მენეჯერთან შეთანხმება;
  • სამუშაოების ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლი ნორმებთან, მშენებლობის წარმოების მეთოდოლოგიასა და სტანდარტებთან შესაბამისობით;
  • პროექტის მიმდინარეობისას რისკების იდენტიფიცირება და პროექტის მენეჯერთან ერთად შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
  • ქვეკონტრაქტორების სამუშაო პროცესის ორგანიზება ადმინისტრაციული კუთხით, მათი საჭიროებების, ინფორმაციისა და მოთხოვნების გადაცემა შესაბამის პირებთან;
  • ობიექტზე არსებული საწყობის მართვა, შესაბამის მასალებზე მოთხოვნის ფორმირება, მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა;
  • ყოველდღიური საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • საჭირო მონაცემების, დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;
  • პროექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის ან მონათესავე დარგში;
  • სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებისა და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • 2+ წლიანი გამოცდილება სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მართვაში.

უნარები და შესაძლებლობები

  • შესანიშნავი ლიდერობის, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები;
  • სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 დეკემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно