გაყიდვების მენეჯერი
"ირაო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ირაო" ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან წარმატებით ემსახურება მომხმარებლებს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო ჯგუფის - Vienna Insurance Group-ის (VIG) წევრია.
ჩვენთან დაგხვდებათ ჯანსაღი და კოლეგიალური სამუშაო გარემო, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ
- ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული); ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების შედეგების მიხედვით
ძირითადი მოვალეობები
- საცალო (ფიზიკური პირები) და კორპორაციული (კომპანიები) კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
- გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება.
თქვენგან ველით
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
- მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;
- გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია).
ჩვენ გთავაზობთ
- ადაპტაციის პერიოდში გამოცდილი კოლეგის მხარდაჭერასა და სადაზღვევო პროდუქტების შესწავლას;
- პროფესიულ ტრენინგებს;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- გაყიდვების შეჯიბრებებში მონაწილეობას, ფულადი პრიზებითა და ვაუჩერებით;
- მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციულ ნომერს;
- FitPass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/S0nSU5Dd
"ირაო" გისურვებთ წარმატებას!