Партнёр

Бесплатные объявления по всей Грузии.

Открыть classified.ge
← Все вакансии

3VBGX2BS Опубликовано 11 ноя Просмотров: 2

ბილეთების, წევრობისა და გულშემატკივართა ურთ. მენეჯერი

По договорённости Приём откликов до 10 дек
Войти и откликнуться
Страховка · в объявлении

საფეხბურთო კლუბი "დინამო ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ბილეთების, წევრობისა და გულშემატკივართა ურთიერთობის მენეჯერის (Ticketing & Fan Engagement Manager) პოზიციაზე.

კლუბი მზად არის განიხილოს როგორც გამოცდილი კადრები, ასევე მოტივირებული და ენერგიული დამწყები კანდიდატები (სტუდენტები / კურსდამთავრებულები), რომლებსაც აქვთ სპორტულ ინდუსტრიაში განვითარების დიდი სურვილი. პოზიცია ითვალისწინებს საქმის ადგილზე შესწავლასა და პრაქტიკულ მომზადებას.

პოზიციის მთავარი მიზანი:

მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის სრული ციკლის მართვა (ონლაინ პლატფორმები და ფიზიკური სალაროები), წევრობის (Membership) სისტემისა და სეზონური პაკეტების განვითარება, გულშემატკივართა ერთიანი ბაზის (CRM) ფორმირება/მართვა და მატჩის დღეს ფან-შოპისა და საკლუბო მერჩენდაიზინგის საოპერაციო პროცესების გამართული კოორდინაცია.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (მოიცავს მატჩის დღეებს: შაბათ-კვირა / საღამოს საათები; მატჩის შემდგომ დღეებში მოქმედებს მოქნილი დასვენების გრაფიკი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. ბილეთები და წევრობის სისტემა (Ticketing & Membership):

  • ბილეთების გაყიდვების არხების ოპერაციული მართვა როგორც ონლაინ პლატფორმებზე, ისე სტადიონის სალაროებში;
  • სეზონური აბონემენტებისა და Membership პაკეტების (Kids, Standard, VIP და ა.შ.) სტრუქტურის შექმნა, ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა და გაყიდვების სტრატეგიის დანერგვა;
  • მატჩის დღის (Matchday) საოპერაციო მართვა: სტადიონზე დაშვების ელექტრონული სისტემების (Turnstiles / Access Control) და სალაროების გამართული მუშაობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

2. ფან-ბაზა და CRM (Fan Base & CRM):

  • გულშემატკივართა ერთიანი მონაცემთა ბაზის (CRM) შექმნა, სისტემატიზაცია და მუდმივი განახლება;
  • აუდიტორიის სეგმენტაცია (ასაკის, სქესის, ვიზიტების სიხშირისა და ინტერესების მიხედვით) მიზნობრივი კამპანიების დასაგეგმად;
  • გულშემატკივრებთან კომუნიკაციის პირდაპირი არხების შექმნა და წარმართვა (Email მარკეტინგი, WhatsApp/SMS შეტყობინებები და ა.შ.);
  • ლოიალობის პროგრამების ინიცირება და ექსკლუზიური ღონისძიებების (ღია ვარჯიშები, Meet & Greet, ფან-შეხვედრები) ორგანიზების კოორდინაცია.

3. ფან-შოპისა და მერჩენდაიზინგის ზედამხედველობა:

  • მატჩის დღეს სტადიონის ტერიტორიაზე დროებითი სავაჭრო წერტილების (Pop-up Fan Shop) ლოგისტიკის, გამართვისა და გაყიდვების პროცესის ორგანიზება;
  • საკლუბო ატრიბუტიკისა და მერჩენდაიზის ნაშთების პირველადი მონიტორინგი, აღრიცხვა და შევსების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • ფან-შოპის გაყიდვების ინტეგრირება Membership სისტემასთან და ლოიალობის ბარათების ფასდაკლების მექანიზმებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, სპორტის მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • სამუშაო გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. განვიხილავთ მოტივირებულ დამწყებ კანდიდატებსაც - უზრუნველყოფილია საქმის ადგილზე შესწავლა და მენტორინგი (მომხმარებელთან ურთიერთობის, გაყიდვების ან ღონისძიებების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • პროგრამული უნარები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel / Google Sheets);
  • ენები: ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული თვისებები (უმთავრესი კრიტერიუმი)

  • მაღალი მოტივაცია, ენერგიულობა და ახალი ცოდნის სწრაფად ათვისების მზაობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და საქმისადმი მონდომება;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
  • მატჩის დღეებში დინამიკურ გარემოში აქტიურად ჩართვის ენთუზიაზმი.

რას გთავაზობთ (ბენეფიტები)

  • საქმის ადგილზე შესწავლასა და პროფესიულ მომზადებას გამოცდილი გუნდის მხარდაჭერით;
  • კარიერული ზრდისა და სპორტულ ინდუსტრიაში დამკვიდრების რეალურ შესაძლებლობას წამყვან ქართულ საფეხბურთო კლუბში;
  • კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორაციულ პაკეტს;
  • მატჩის შემდგომ დღეებში დასვენების მოქნილ გრაფიკს;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ: "ბილეთების, წევრობისა და გულშემატკივართა ურთიერთობის მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 9 დეკემბერი, 2026

  • პერსონალური მონაცემების დაცვა და თანასწორობის პოლიტიკა
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვა: გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. განაცხადის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს და შეინახოს საკადრო რესურსების ბაზაში კონკრეტული ვაკანსიის შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
  • დისკრიმინაციის აკრძალვა: სკ "დინამო ბათუმი" წარმოადგენს თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელს. შერჩევის პროცესი მიმდინარეობს კანდიდატის მონდომების, პოტენციალისა და უნარების ობიექტური შეფასების საფუძველზე.გამორიცხულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, ასაკის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით.
Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно