8667 активных вакансий
← Все вакансии

4ZYRT41F Опубликовано 6 авг 114 просмотров

Bank of Georgia

Bank of Georgia

ბექ-ოფისის მოლარე- თბილისი

Bank of Georgia
Тбилиси Полная занятость Администрация / менеджмент
По договорённости

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა

სს „საქართველოს ბანკის“ ფულისა და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას ბექ-ოფისის მოლარისთანამდებობაზე თბილისში.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

• გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; • თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; • გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:

  • წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;
  • ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი საბანკო პროგრამაში ასახვის პროცესში;
  • უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;
  • ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;
  • აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;

მნიშვნელოვანი კვალიფიკაცია: განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა და უნარები: • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა; • დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტლურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად;
  • მოქნილ სამუშაო განრიგს: დღის ან საღამოს ცვლას;
  • განვითარების შესაძლებლობას, როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით.

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 სექტემბერი, 2026.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
Bank of Georgia
Сайт ↗
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Размещение бесплатно