უფროსი ექთანი
"ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ექთნის პოზიციაზე.
"ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი" JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: მარნეული სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- საექთნო პერსონალის საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- პაციენტთა უსაფრთხოებისა და საექთნო მოვლის ხარისხის უზრუნველყოფა;
- შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და მედიკამენტების მართვის პროცესის კონტროლი;
- საექთნო პერსონალის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და სამუშაო დატვირთვის განაწილება;
- საექთნო პერსონალის მიერ დადგენილი კლინიკური პროტოკოლების, სტანდარტებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
- საექთნო პერსონალის მიერ ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- საექთნო პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების ორგანიზება;
- საექთნო საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეაგირება და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- აჰთ-ის შრომის შინაგანაწესის, ქცევისა და ეთიკის კოდექსის, შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების დაცვა;
- შრომის უსაფრთხოების, უსაფრთხოების ტექნიკის, სანიტარიისა და ხანძარ საწინააღმდეგო წესებისა და ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი ან შესაბამისი პროფესიული საექთნო განათლება;
ცოდნა და უნარები
- საექთნო საქმის ძირითადი ღირებულებები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები;
- პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში;
- პაციენტის ტრიაჟი, პირველადი საექთნო შეფასება და მონიტორინგი;
- გადაუდებელი დახმარების საფუძვლები;
- სამედიცინო ტერმინოლოგია;
- სტანდარტები საექთნო ჩარევის შესახებ;
- საექთნო პროცესის დოკუმენტურად გაფორმების წესი;
- მედიკამენტების გამოყენების, განზავებისა და შენახვის წესები;
- ინფექციის კონტროლისა და პრევენციის წესები;
- სისხლისა და სისხლის შემცვლელი კომპონენტების შენახვის წესები;
- სამედიცინო აპარატურასთან მუშაობის წესები;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პუნქტუალური;
- ემპათიური;
- კეთილსინდისიერი;
- ლიდერობისა და გუნდის მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტური რეაგირების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და მდებარეობა სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
"ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.