← Все вакансии

83H5ENV5 Опубликовано 18 ноя Просмотров: 2

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერი

Тбилиси Полная занятость Маркетинг / PR
По договорённости Войти и откликнуться

Опубликовано 18 ноя (осталось 17 дн.) Приём откликов до 5 дек

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • პრესრელიზების, საინფორმაციო ტექსტების, ანგარიშების, განცხადებებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
  • კორპორაციის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
  • ხელმძღვანელის საჯარო გამოსვლებისთვის, ინტერვიუებისა და ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების მომზადება;
  • ბენეფიციარების წარმატებული ისტორიებისა და PR-სთვის საინტერესო თემების იდენტიფიცირება და მომზადება;
  • ჟურნალისტებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
  • მედიის მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის მოძიება და პასუხების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ინტერვიუების, სიუჟეტების/ კადრ-სინქრონების თუ სხვა მედიააქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • მედიასთან თანამშრომლობის ბაზისა და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება.
  • საჭიროების შემთხვევაში, კორპორაციის პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
  • კორპორაციისა და მისი საქმიანობის შესახებ მედიაგაშუქების ყოველდღიური მონიტორინგი;
  • გაშუქების ტონის, კონტექსტისა და ძირითადი მესიჯების ანალიზი;
  • მედია მონიტორინგის პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • პრესკონფერენციების, პროგრამების პრეზენტაციების, მედია ტურებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ღონისძიებებისთვის საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება;
  • ღონისძიების ადგილზე ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში პროცესის კოორდინაცია;
  • პარტნიორებთან, მოწვეულ სტუმრებსა და მედიასთან კომუნიკაცია ღონისძიებების ფარგლებში.
  • გადასაღები ობიექტებისა და თემების შერჩევაში მონაწილეობა, გადაღებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში, გადამღები ჯგუფის ადგილზე კოორდინაცია;
  • გადამღები ჯგუფისთვის უკუკავშირის მიწოდება და საჭირო ცვლილებების კოორდინაცია;
  • ფოტო-ვიდეო მასალის სისტემატიზაცია და ელექტრონულ არქივში შენახვა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის შესაბამისად, მოხსენებითი ბარათების, სამსახურებრივი წერილებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • PR და საკომუნიკაციო მომსახურებების შესყიდვისთვის ტექნიკური დავალებებისა და მოთხოვნების მომზადებაში მონაწილეობა;
  • მიმწოდებლებთან სამუშაო კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  • PR აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სამუშაო მასალების მოწესრიგება;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წლიური და მიმდინარე გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
  • PR კალენდრის წარმოება და განახლება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება: უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;

სამუშაო გამოცდილება

  • საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან სხვა მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • მედიასთან, ჟურნალისტებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ღონისძიებებისა და PR აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის გამოცდილება;
  • საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პროფესიული ცოდნა და უნარები

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • MS Office;
  • PowerPoint - პრეზენტაციების მომზადებისა და ინფორმაციის ვიზუალურად სტრუქტურირების უნარი;
  • Google Workspace (Google Docs, Sheets, Drive და სხვ.);
  • სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების საბაზისო ცოდნა;
  • ფოტო-ვიდეო მასალის ფაილების მართვის, სისტემატიზაციისა და არქივირების ცოდნა;
  • ფოტოსა და ვიდეოს ძირითადი ტექნიკური პარამეტრების ცოდნა (ფორმატები, რეზოლუცია, ხარისხი და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სტრუქტურირებულ დოკუმენტად ჩამოყალიბების კარგი უნარი.

პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
  • სწრაფად მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინიციატივის გამოჩენა და იდეების შეთავაზება;
  • სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის პასუხისმგებლობიანი მიდგომა.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 დეკემბერი;

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно