საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომუნიკაციის მენეჯერის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
- პრესრელიზების, საინფორმაციო ტექსტების, ანგარიშების, განცხადებებისა და სხვა საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
- კორპორაციის საქმიანობისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
- ხელმძღვანელის საჯარო გამოსვლებისთვის, ინტერვიუებისა და ღონისძიებებისთვის საჭირო მასალების მომზადება;
- ბენეფიციარების წარმატებული ისტორიებისა და PR-სთვის საინტერესო თემების იდენტიფიცირება და მომზადება;
- ჟურნალისტებთან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია;
- მედიის მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის მოძიება და პასუხების მომზადებაში მონაწილეობა;
- ინტერვიუების, სიუჟეტების/ კადრ-სინქრონების თუ სხვა მედიააქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობა;
- მედიასთან თანამშრომლობის ბაზისა და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება.
- საჭიროების შემთხვევაში, კორპორაციის პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
- კორპორაციისა და მისი საქმიანობის შესახებ მედიაგაშუქების ყოველდღიური მონიტორინგი;
- გაშუქების ტონის, კონტექსტისა და ძირითადი მესიჯების ანალიზი;
- მედია მონიტორინგის პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- პრესკონფერენციების, პროგრამების პრეზენტაციების, მედია ტურებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა;
- ღონისძიებებისთვის საჭირო საინფორმაციო მასალების მომზადება;
- ღონისძიების ადგილზე ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში პროცესის კოორდინაცია;
- პარტნიორებთან, მოწვეულ სტუმრებსა და მედიასთან კომუნიკაცია ღონისძიებების ფარგლებში.
- გადასაღები ობიექტებისა და თემების შერჩევაში მონაწილეობა, გადაღებების დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და საჭიროების შემთხვევაში, გადამღები ჯგუფის ადგილზე კოორდინაცია;
- გადამღები ჯგუფისთვის უკუკავშირის მიწოდება და საჭირო ცვლილებების კოორდინაცია;
- ფოტო-ვიდეო მასალის სისტემატიზაცია და ელექტრონულ არქივში შენახვა;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის შესაბამისად, მოხსენებითი ბარათების, სამსახურებრივი წერილებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- PR და საკომუნიკაციო მომსახურებების შესყიდვისთვის ტექნიკური დავალებებისა და მოთხოვნების მომზადებაში მონაწილეობა;
- მიმწოდებლებთან სამუშაო კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
- PR აქტივობებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სამუშაო მასალების მოწესრიგება;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წლიური და მიმდინარე გეგმის განხორციელებაში მონაწილეობა;
- PR კალენდრის წარმოება და განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
სამუშაო გამოცდილება
- საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების ან სხვა მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- მედიასთან, ჟურნალისტებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის პრაქტიკული გამოცდილება;
- ღონისძიებებისა და PR აქტივობების ორგანიზებაში მონაწილეობის გამოცდილება;
- საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული ცოდნა და უნარები
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა - გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- MS Office;
- PowerPoint - პრეზენტაციების მომზადებისა და ინფორმაციის ვიზუალურად სტრუქტურირების უნარი;
- Google Workspace (Google Docs, Sheets, Drive და სხვ.);
- სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების საბაზისო ცოდნა;
- ფოტო-ვიდეო მასალის ფაილების მართვის, სისტემატიზაციისა და არქივირების ცოდნა;
- ფოტოსა და ვიდეოს ძირითადი ტექნიკური პარამეტრების ცოდნა (ფორმატები, რეზოლუცია, ხარისხი და ა.შ.) ჩაითვლება უპირატესობად;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სტრუქტურირებულ დოკუმენტად ჩამოყალიბების კარგი უნარი.
პიროვნული თვისებები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კარგი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
- სწრაფად მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ინიციატივის გამოჩენა და იდეების შეთავაზება;
- სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
- კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის პასუხისმგებლობიანი მიდგომა.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კომუნიკაციის მენეჯერი. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 დეკემბერი;
გისურვებთ წარმატებას!