8824 активных вакансий
← Все вакансии

8J8MKJSK Опубликовано 25 авг 7 просмотров

მასწავლებელი კომპიუტერული ქსელისა და სისტემების მიმართულებით

საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Образование
По договорённости Приём откликов до

"საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე კომპიუტერული ქსელისა და სისტემების მიმართულებით.

"საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA" წარმოადგენს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის პროფესიულ განათლებას, პრაქტიკაზე ორიენტირებულ და ხარისხიან სასწავლო პროცესს.

აკადემია უკვე 15 წელია, წარმატებით ოპერირებს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და ახლახან, მესამედ, მოიპოვა 6-წლიანი ავტორიზაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის ხარისხსა და სტაბილურობას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 20

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, დატვირთვის შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას

** უსაფრთხო სამუშაო გარემოს

** მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათიან ტარიფს

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქციები:

** საკონტაქტო/ლექციური და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება მეცადინეობის განრიგის შესაბამისად

** კალენდარული გეგმის შემუშავებასა და განახლებაში აქტიური მონაწილეობა

** პროფესიული სტუდენტებისა და ჯგუფისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება (განმავითარებელი შეფასება) მათი შედეგების შემდგომი გაუმჯობესებისა და პროგრესის მხარდასაჭერად

** პროფესიულ სტუდენტთა ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით

** შეფასების პროცესში წარმოქმნილი მტკიცებულებების შეგროვება და სამსახურისთვის დროული გადაცემა

** შეფასების შედეგების დროული გაფორმება შესაბამის უწყისებში (ელექტრონულ ბაზაში)

** კოლეჯის შიდა პროცესებში, ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებში ჩართულობა და მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული განათლება (მაგ: IT, Computer Science, Computer Engineering, Information Systems, Cybersecurity, IT Support Specialist...)

** IT მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

** პროფესიული/საერთაშორისო სერტიფიკატები (ჩაითვლება უპირატესობად):

** Cisco: CCNA, CCNP

** CompTIA: Network+, Security+, Linux+

** Microsoft: Azure Administrator, MCSA / MCSE

** Linux: LPIC-1, LPIC-2, RHCSA

პიროვნული უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი

** დროის ეფექტურად მართვის უნარი

** დეტალებზე ორიენტირება

** პასუხისმგებლობა

კანდიდატის მიღება ხდება 1 გასაუბრებით

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 15 სექტემბერი

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი.

"SBA" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "SBA" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. მათ შორის ვაგროვებთ და ვინახავთ, თქვენს მიერ წარმოდგენილ რეზიუმეში/ CV-ში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალური მონაცემები ინახება ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 6 თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი მონაცემები შევინახოთ და განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელფოსტაზე, რეზიუმეს/ CV-ის გამომგზავნისას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, თანახმა ხართ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები და ბიოგრაფია განიხილოთ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე, თქვენი დანიშვნის მიზნით, 2 (ორი) წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა განიხილება მხოლოდ არსებულ ვაკანსიაზე. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს აკადემიისთვის ზეპირი ან წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех