8847 активных вакансий
← Все вакансии

8W9AC5AW Опубликовано 25 авг 2 просмотров

ქოლცენტრის ოპერატორი

კონსილიუმ მედულა внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Администрация / менеджмент
₾1125 / мес Приём откликов до

"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 6გ

განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ანაზღაურება: 1125 ლარი (დარიცხული)

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და გამავალი ზარების განხორციელება;

** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და მიწოდება;

** ექიმთან ვიზიტის დაგეგმვა და პროგრამული ასახვა;

** პაციენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის შესახებ ინფორმაციის მოძიება და უკუკავშირი;

საკვალიფიცაკიო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;

** სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: 2026 წლის 11 სექტემბრამდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქოც-ცენტრის ოპერატორი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"კონსილიუმ მედულა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
კონსილიუმ მედულა
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех