Вакансий 9 881
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

9JGG79S9 Опубликовано 20 окт Просмотров: 37

სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში

უნისონი внешнее объявление
Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 21 ноя
Страховка · в объявлении

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას დასაქმების პერსპექტივით იურიდიულ დეპარტამენტში.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა #19

ძირითადი მოვალეობები:

  • მარტივი სარჩელებისა და სასამართლოში წარსადგენი განცხადებების/პროექტების მომზადება;
  • სადაზღვევო დავებთან დაკავშირებული საქმის მასალების დამუშავება და სისტემატიზაცია;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციისა და ოფიციალური წერილების პროექტების მომზადება;
  • შესაბამისი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მოძიება;
  • მიმდინარე სასამართლო საქმეების ადმინისტრირებაში დახმარება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • სამოქალაქო სამართლისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის საბაზისო ცოდნა;
  • სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно