VIP მძღოლი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას VIP მძღოლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ხელმძღვანელი პირებისა და სტუმრების უსაფრთხო, კომფორტული და დროული გადაადგილების უზრუნველყოფა;
- მგზავრობის მარშრუტების წინასწარ დაგეგმვა და გამოძახებებზე დროული რეაგირება;
- ავტომობილის სისუფთავისა და მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- მაღალი სტანდარტის მომსახურებისა და პროფესიული ეტიკეტის დაცვა;
- სამუშაო პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიონალ მძღოლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- VIP/პერსონალურ მძღოლად მუშაობის გამოცდილება
- უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი მართვის უნარი.
პიროვნული უნარები:
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება " VIP მძღოლის. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის "თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.