საწყობში დამხმარე ( მტვირთავი)
კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე წლებია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მაშტაბით 98 სავაჭრო წერტილს აერთიანებს . კომპანია ,,ბეკოს,, სტრატეგიაა ცვლილება უკეთესობისკენ, გამოირჩევა კადრების პროფესიონალიზმით, ინოვიციური ტექნიკით, მომსახურეობის მაღალი დონითა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტით.
კომპანია ,, ბეკო,, აცხადებს ვაკანსიას საწყობში დამხმარეს პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაო საათები : ორშაბათი -პარასკევი 10:00-18 :00; შაბათი 10:00-15:30 ; ანაზღაურება: 1500 ლარი ( ფიქსირებულს + ბონუსი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული განათლება ნებისმიერი მიმართულებით ;
- გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში სასურველია ;
ფუნქცია - მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის ჩამოცლა და დალაგება წინასწარ განსაზღვრული დროის მონაკვეთში;
- უშუალო ხელმძღვნელის დავალებების შესრულება კომპენტენციის ფარგლებში ;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას .
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე.
გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების გამოხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.