კლინიკის ასისტენტი
ა (ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" სტომატოლოგიური კლინიკა აცხადებს ვაკანსიას კლინიკის ასისტენტის პოზიციაზე, საქმის ადგილზე შესწავლით.
სამუშაო ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის სტომატოლოგიური კლინიკა. ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. №9 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია/მოვალეობები
- სტომატოლოგიურ კაბინეტში, შესაბამისი სტანდარტებით, ჰიგიენის ნორმების კონტროლი;
- სხვადასხვა სტომატოლოგიური პროცედურებისათვის ინსტრუმენტების ორგანიზება და პაციენტების მომზადება;
- პაციენტზე გახარჯული მასალების აღრიცხვა;
- პრაქტიკული სესიებისთვის შესაბამისი მასალების მომზადება და პროცესის ორგანიზება;
- სიმულაციური ოთახების მოწყობასა და მოვლაში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სტუდენტის სტატუსი ან უმაღლესი განათლება (სასურველია სტომატოლოგიის მიმართულებით);
- ქართული და ინგლისური (B1-B2) ენის ცოდნა;
- სტომატოლოგიურ კლინიკაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
- კეთილსინდისიერება/სანდოობა;
- მოქნილობა, გადაუდებელ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ადაპტაციის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები
- CV;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლ (ებ)ი.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს
- განაცხადების განხილვა;
- შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
- კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა.
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2026 წლის 20 ნოემბერი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის საშუალებით; გთხოვთ ველში "subject" მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.