სამედიცინო წარმომადგენელი
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ იწვევს მიზანდასახულ და ენერგიულ კანდიდატებს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სამუშაოდ აჭარისა და გურიის რეგიონში.
ვაკანსია: სამედიცინო წარმომადგენელი კომპანია: შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ სამუშაო ლოკაცია: აჭარა, გურია სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები: - სამიზნე აუდიტორიასთან (ექიმებთან და ფარმაცევტებთან) ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; - კომპანიის პროდუქციის/მედიკამენტების შესახებ ამომწურავი სამეცნიერო ინფორმაციის პროფესიონალური წარდგენა და პრეზენტაცია; - ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგების (Reporting) დროული წარმოება ხელმძღვანელობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება: უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება (სავალდებულოა); - სამუშაო გამოცდილება: სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა); - კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; - ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ფლობა საშუალო (Intermediate) დონეზე; - მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება (სავალდებულოა).
პიროვნული და პროფესიული უნარები: - გამართული ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის წარმართვის უნარი; - ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დროის სწორად მართვის, თვითორგანიზებისა და პუნქტუალურობის უნარი;
კომპანია გთავაზობთ: - კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას; - შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას (კვარტალური ანაზღაურებით); - პროფესიულ განვითარებას: ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებს; - კორპორატიულ პაკეტს (მათ შორის სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფას). - FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.