პრემიუმ კლასის ტექნიკის შოურუმის კონსულტანტი
−20% к обычной · обычно 1,246 ₾ · 148 объявлений
Опубликовано 13 ноя (осталось 18 дн.) Приём откликов до 1 дек
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრემიუმ კლასის ტექნიკის შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ესთეტიკა, ორიენტირებული ხართ მაღალი დონის სერვისზე და გაქვთ მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომის გამოცდილება, გიწვევთ ჩვენს პროფესიულ გუნდში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პერსონალიზებული მომსახურება: ლუქს სეგმენტისთვის დამახასიათებელი, დახვეწილი და ყურადღებიანი სერვისის სტანდარტის დაცვა, თითოეული კლიენტის ინდივიდუალური საჭიროებების ამოცნობა.
- პროდუქტის ექსპერტული პრეზენტაცია: შოურუმში წარმოდგენილი პრემიუმ ტექნიკის მახასიათებლების, ტექნოლოგიური უპირატესობებისა და ბრენდის ისტორიის ღრმა ცოდნა და პროფესიონალური წარდგენა კლიენტებისთვის.
- მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობები: VIP კლიენტების ბაზის მართვა, მათთან კომუნიკაციის შენარჩუნება და პერსონალური შეთავაზებების კოორდინაცია.
- შოურუმის ვიზუალური სტანდარტების დაცვა: პროდუქციის სრულყოფილი განთავსებისა და სავიზუალო ესთეტიკის მუდმივი კონტროლი დანერგილი სტანდარტების შესაბამისად.
- გაყიდვების პროცესში მონაწილეობა: გაყიდვების შიდა პროცედურების შესრულება, შეკვეთების გაფორმება და მარაგების მენეჯმენტთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1–2 წლიანი გამოცდილება პრემიუმ/ლუქს სეგმენტის რითეილში, ჰოსპიტალიტის (Hospitality) ან მაღალი კლასის ბუტიკების მიმართულებით.
- განათლება: უმაღლესი განათლება (სტუდენტები დამამთავრებელ კურსებზეც განიხილებიან შესაბამისი გრაფიკის შეთავსებით).
- ენების ცოდნა:
- ქართული ენა — სრულყოფილად;
- ინგლისური ენა — თავისუფლად (B2 დონეზე);
- რუსული ენა — სასაუბრო დონეზე (სასურველია).
- პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები
- მაღალი დონის თავდაჭერა, საუბრის ეტიკეტი და წარმომადგენლობითი გარეგნობა;
- ესთეტიკის განვითარებული გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია;
- ემპათიური და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის პრინციპები და პოზიტიური განწყობა;
- სტრესულ სიტუაციებში პროფესიონალიზმისა და სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.
რას გთავაზობთ
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + მოტივაციური ბონუსური სისტემა გაყიდვებიდან;
- დახვეწილ, პრემიალურ და სამუშაოდ განსაკუთრებით კომფორტულ გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და ტრენინგების გავლის შესაძლებლობებს.
- სამუშაო გრაფიკი: სრული
- ადგილმდებარეობა: თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.