აკადემიური თერაპევტი
შპს "მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა" აცხადებს ვაკანსიას აკადემიური თერაპევტის პოზიციაზე ბათუმში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- ფსიქოლოგი ან სპეცმასწავლებელი;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი.
პიროვნული მახასიათებლები
- კომუნიკაბელობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პროფესიული განვითარების მოტივაცია;
- არაკონფლიქტურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- პუნქტუალურობა.
უპირატესობა მიენიჭებათ სსს ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული სამუშაოს და გამოცდილების შესაბამისად.
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამმას ბათუმის ფილიალში (ბათუმი, აღმაშენებლის 13).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV ელექტრონულ მისამართზე და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება — აკადემიური თერაპევტის ვაკანსია.
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებას!