Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

FH6RER80 Опубликовано 12 ноя Просмотров: 7

შპს-ს დირექტორი

₾2000 / мес Войти и откликнуться

Опубликовано 12 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 13 дек

"საქართველოს უსინათლოთა კავშირი" აცხადებს ვაკანსიას შპს-ს დირექტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი დასაქმების სფერო: უძრავი ქონების მართვა / საიჯარო საქმიანობა ანაზღაურება: 2000 ლარი დარიცხული (ზრდის პერსპექტივით) სამუშაო გრაფიკი: 10-დან 5-მდე.

პოზიციის შესახებ

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის საიჯარო საქმიანობას, ეფექტიანად მართავს შპს-ს მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებას და უზრუნველყოფს საიჯარო შემოსავლების ზრდასა და ქონების სათანადო მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • შპს-ს ბალანსზე არსებული ფართების ეფექტიანი მართვა და იჯარით გაცემის ორგანიზება;
  • პოტენციური მოიჯარეების მოძიება, კომუნიკაცია და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება;
  • საიჯარო ხელშეკრულებების მომზადების/გაფორმების პროცესის ორგანიზება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების კონტროლი;
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ფართების მდგომარეობის მონიტორინგი; ფართების იჯარით გასაცემად მომზადების, კეთილმოწყობისა და საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
  • კომპანიის სახელით პარტნიორებთან, მოიჯარეებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება — სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
  • უძრავი ქონების მართვისა და საიჯარო საქმიანობის ძირითადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარები;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Word-ისა და Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ბათუმში მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • 2000 ლარს დარიცხულ ანაზღაურებას, შემდგომი ზრდის შესაძლებლობით;
  • მოქნილ და თავისუფალ სამუშაო გრაფიკს;
  • მაღალი დონის დამოუკიდებლობას სამუშაო პროცესის ორგანიზებაში;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • შედეგებზე დაფუძნებულ, გრძელვადიან თანამშრომლობას;

თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ხედვა და სურვილი, მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის განვითარებასა და უძრავი ქონების ეფექტიან მართვაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ "შპს-ს დირექტორი".

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно