Вакансий 9 247
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

GZ58H1WM Опубликовано 26 окт Просмотров: 1

მარკეტინგის სპეციალისტი

Georgian Beer and Beverages Group внешнее объявление
Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 27 ноя
Официальный договор · в объявлении

"Georgian Beer and Beverages Group" (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას (GDL).

კომპანიების შესახებ:

გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია - ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6 და ლიმონათი "ყაზბეგი".

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) - დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს; 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12, 000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ისა და, ასევე, მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა "ლავაცა", წყალი, ღვინო და სხვა.

GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში - მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგის დეპარტამენტში მიმდინარე პროცესების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საკომუნიკაციო გეგმის შექმნასა და აღსრულებაში მონაწილეობა;
  • საკომუნიკაციო კონტენტის შექმნაში მონაწილეობა;
  • საკომუნიკაციო არხების მართვა;
  • მარკეტინგის გუნდის მხარდაჭერა ბრენდის მართვასა, ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და სტრატეგიის აღსრულებაში;
  • ტრეიდ-მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა და აღსრულების მონიტორინგი;
  • სავაჭრო ქსელში მიმდინარე აქტივობების მონიტორინგი;
  • მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ბრენდის განვითარების, მარკეტინგული აქტივობების, ძირითადი ტექნიკებისა და საშუალებების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული. ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე. ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно