ლოჯისტიკის მენეჯერი
Опубликовано 13 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 14 дек
შპს "სმარტ გრუპ" წარმოადგენს გაყიდვებზე ორიენტირებულ კომპანიას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო და კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. კომპანია ორიენტირებულია სხვადასხვა მიმართულების პროდუქციის მიწოდებაზე, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი წინადადებების მომზადებას და პარტნიორებისთვის ხარისხიანი, დროული და სანდო მომსახურების შეთავაზებას.
ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ტენდერული პროცესების ეფექტურად მართვა, მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება და პროექტების წარმატებით განხორციელება.
კომპანიის ზრდისა და საქმიანობის გაფართოების პარალელურად, ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი გადაზიდვების ეფექტიან მართვას, პროდუქციის იმპორტისა და მიწოდების პროცესების კოორდინაციას, ასევე სახელმწიფო და/ან კერძო ტენდერებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას.
ვაკანსია: ლოჯისტიკის მენეჯერი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ადგილობრივი გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;
- სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების პირობებისა და ტარიფების შეთანხმება;
- საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიების მოძიება, მათი მომსახურების პირობების შედარება და ოპტიმალური შეთავაზებების შერჩევა;
- საჭირო სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება და კონტროლი;
- საბაჟო პროცედურების კოორდინაცია, საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა და ტვირთის განბაჟების პროცესის კონტროლი;
- შეკვეთების შესრულების, ტვირთების გადაადგილებისა და მიწოდების ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- პროდუქციის დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა კომპანიის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად;
- ლოჯისტიკურ პროცესში წარმოქმნილი შეფერხებებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ოპერატიული მოგვარება;
- რამდენიმე მიმდინარე შეკვეთისა და გადაზიდვის პროცესის ერთდროულად დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები
- აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე ფლობა;
- Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
- ლოჯისტიკის, ან იმპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
- სახელმწიფო და/ან კერძო ტენდერებთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების გამოცდილება (სასურველია);
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია).
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ჯურხა ნადირაძის ქ.
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ან 09:00-18:00 სთ.
- ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
განაცხადის წარდგენა:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.