7437 активных вакансий
← Все вакансии

HWH9JPB0 Опубликовано 25 авг 4 просмотров

უფროსი დეველოპერი - PHP / Laravel / Node

ვებაპი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость IT / программирование
₾3000–5000 / мес Приём откликов до

უფროსი დეველოპერი (PHP / Laravel / Node)

ჩვენს შესახებ

"Webapp" არის ერთ-ერთი წამყვანი ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ავითარებს კომპლექსურ B2B SaaS ეკოსისტემას (CRM, ERP, SalesApp) სხვადასხვა ბიზნეს სექტორისთვის.

ვეძებთ გამოცდილ დეველოპერს, რომელსაც შეუძლია არსებული სისტემის ლოგიკის გააზრება, პრობლემის სწორად დანახვა და საუკეთესო გადაწყვეტილებების შემოთავაზება.

"Senior"-ის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნოლოგიები: პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და PHP / Laravel-ის, Node.js-ის, React ან Angular-ის მყარი ცოდნა.

** კოდი და არქიტექტურა: მიმდინარე პროდუქტებისთვის სუფთა კოდის წერა, არსებული კოდის წაკითხვის, გაანალიზებისა და გაუმჯობესების უნარი.

** მულტითასქინგი: სხვადასხვა პროექტზე პარალელურად მუშაობის მოქნილობა, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

** Solution-oriented მიდგომა: პრობლემების დამოუკიდებლად გააზრების და მათი ეფექტური გადაწყვეტის გზების შეთავაზების უნარი.

** აზროვნება და კოორდინაცია: რთული სისტემური ლოგიკის სწრაფად ათვისება, გუნდში მუშაობის, ტექნიკური გადაწყვეტილებების არგუმენტირებულად წარდგენის, Code Review-სა და კოორდინატორთან/ანალიტიკოსებთან მჭიდრო კომუნიკაციის უნარი.

სასურველია:

** CodeIgniter-ზე მუშაობის გამოცდილება;

** კომპლექსურ ბიზნეს სისტემებზე (CRM, ERP) მუშაობის გამოცდილება;

** API-ებთან, ინტეგრაციებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** მოქნილი ანაზღაურება: კონკურენტულ ფიქსირებულ ხელფასს გამოცდილებიდან გამომდინარე.

** პროექტები და ზრდა: სხვადასხვა საინტერესო და რეალურ ბიზნესზე მორგებულ პროექტებზე მუშაობის საშუალებას და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

** სამუშაო გარემო: გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობას და გარემოს, სადაც ინიციატივა, პასუხისმგებლობა და სწორი ტექნიკური აზროვნება განსაკუთრებულად ფასდება.

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 57.

** განაკვეთი: სრული

** სამუშაო საათები: 10:00-19:00

** ანაზღაურება: 3000-5000 ლარი გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე:, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი.

გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "დიჯითალ ტექნოლოგიებმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ვებაპი

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно