Вакансий 9 743
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

J6HD6MPK Опубликовано 22 окт Просмотров: 0

მორიგე ექთანი

Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 23 ноя

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა.

იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.

"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას ქ. N15 დასახელება: დეპარტამენტის/განყოფილების მორიგე ექთანი სამუშაო საათები: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (24 საათი) ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოს;
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგი და საჭირო მანიპულაციების /პროცედურების ჩატარება;
  • პაციენტის მოვლა, ჰიგიენური ღონისძიებების გატარება;
  • საექთნო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი წარმოება;
  • ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საექთნო მიმართულებით შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საჭიროების შესაბამისად;
  • საექთნო საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება — სასურველია;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და ემპათია;
  • ორგანიზებულობა და სისხარტე;
  • კეთილსინდისიერება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "ექთანი" ან დარეკოთ ნომერზე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно