ფინანსური ანალიტიკოსი
"Leverage Lab" არის ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, რომელიც აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ ანალიტიკური აზროვნების მქონე, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ფინანსები, ბიზნესის ანალიზი და რეალურ ბიზნესპროექტებზე მუშაობა.
ლოკაცია: თბილისი, ვაკე სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00 სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (ძირითადად ოფისიდან, პერიოდულად დისტანციურად) ანაზღაურება: კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი და ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
- ფინანსური მოდელების, პროგნოზებისა და ბიუჯეტების მომზადება;
- Excel-ში მონაცემების დამუშავება, სტრუქტურირება და ანალიტიკური მოდელების შექმნა;
- AI ინსტრუმენტების გამოყენება ანალიტიკური პროცესების ეფექტიანობის გასაზრდელად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია
- Microsoft Excel-ის ძალიან კარგი ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B1);
- AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და განვითარების სურვილი.
უპირატესობად ჩაითვლება
- მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორის საკრედიტო მიმართულებით ან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების პრინციპების ცოდნა;
- ფინანსური მოდელირებისა და ბიზნესის ფინანსური ანალიზის გამოცდილება.
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ცოდნა, ძლიერი ანალიტიკური უნარები და პროფესიული განვითარების სურვილი.
რას გთავაზობთ?
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს;
- ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას;
- მრავალფეროვან ბიზნესპროექტებზე მუშაობას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
- პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;
- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და AI ინსტრუმენტების გამოყენებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
შერჩევის პროცესი
შერჩევის პროცესი მოიცავს გასაუბრებას, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატებს დაევალებათ პრაქტიკული ფინანსური ანალიზის ქეისის შესრულება Microsoft Excel-ში.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე.
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Financial Analyst - სახელი გვარი