ხარჯთაღმრიცხველი / პროექტის განმფასებელი
Опубликовано 13 ноя (осталось 28 дн.) Приём откликов до 11 дек
სამშენებლო კომპანია შპს „ბრიტანია დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის/პროექტის განმფასებლის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ
- მუდმივ სამსახურს.
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
- კომპანია ოპერირებს თბილისში.
- შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინიებით.
- ხელფასი გაიცემა განსაზღვრულ დღეს, თვეში ერთხელ.
კანდიდატს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. ასევე, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს კანდიდატის მიერ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები
- საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და სამუშაოთა მოცულობების განსაზღვრა;
- სამშენებლო მასალების, სამუშაოებისა და მომსახურების ღირებულებების განსაზღვრა;
- სამშენებლო პროექტების ხარჯთაღრიცხვების მომზადება;
- არსებული ხარჯთაღრიცხვების შემოწმება, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
- მშენებლობის მიმდინარეობისას ხარჯთაღრიცხვაში დასაკორექტირებელი პოზიციების გამოვლენა, შესაბამისი ცვლილებების განსაზღვრა და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება;
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომერის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსის მისამართზე.