ღამის სტიუარდი
"Novotel Tbilisi Center" საერთაშორისო სასტუმრო და Accor Group-ის წევრი. მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, ავლაბრის ცოცხალ უბანში და გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სტუმართმოყვარეობას კულტურულ ხიბლთან.
"Novotel Tbilisi Center" ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და დაუვიწყარი დასვენების უზრუნველყოფაზე სტუმრებისთვის. გუნდში გაწევრიანება ნიშნავს გლობალურად სანდო ბრენდისა და საინტერესო სამუშაო გარემოს ნაწილად გახდომას.
ჩვენ ვიწვევთ ჩვენს გუნდში ღამის სტიუარდს
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- სამზარეულოს გენერალური დასუფთავება: სამუშაო ზონების, იატაკის, დანადგარებისა და ზედაპირების ღრმა წმენდა ღამის განმავლობაში.
- საუზმის სისუფთავის კონტროლი და საუზმის მიმდინარეობისას სამზარეულოს ხელშეწყობა;
- უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარიის სათანადო წესების დაცვა;
მოთხოვნები და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- დროის მართვის უნარი;
- მცირე ზედამხედველობის ქვეშ მუშაობისა და მაღალი დონის შესრულების შენარჩუნების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში;
- პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოს;
- სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 4 დღე, 23:00 - 9:00 სთ, 1 სთ შესვენება;
- კვება თანამშრომლებისთვის;
- საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო NOVOTEL TBILISI CENTER.
გაცნობებთ, რომ სასტუმრო NOVOTEL TBILISI CENTER-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.